Accentnews.ge
ბაიდენი: "პუტინს ევროპის „ფინეთიზაცია“ სურდა, ახლა კი იღებს ევროპის „ნატოიზაციას“

ბაიდენი: "პუტინს ევროპის „ფინეთიზაცია“ სურდა, ახლა კი იღებს ევროპის „ნატოიზაციას“

29/06/2022 11:04:31 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი მეტ ნატო–ს მიიღებს ქვეყნის საზღვრებთან. ამის შესახებ მან მადრიდში ნატო–ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"პუტინს ევროპის „ფინეთიზაცია“ სურდა, ახლა კი იღებს ევროპის „ნატოიზაციას. ეს არის ზუსტად ის, რაც მას არ სურდა, მაგრამ არის ზუსტად ის, რაც უნდა გაკეთდეს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვფიქრობ, ამის გაკეთება აუცილებელია", - განაცხადა ბაიდენმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმა ნატო–ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინეს. ალიანსში ხსენებული ორი ქვეყნის გაწევრიანებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა გუშინ მადრიდში მიმდინარე ნატო–ს სამიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქეთი დათანხმდა, არ დაბლოკოს ნატო–ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება.

იხილეთ ასევე: რას შეცვლის ფინეთ–შვედეთის ნატო–ში გაწევრიანება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S