Accentnews.ge
რიაბკოვი – შვედეთ–ფინეთის ნატო–ში გაწევრიანებაზე: "ეს არ აუმჯობესებს ალიანსის წევრების უსაფრთხოებას"

რიაბკოვი – შვედეთ–ფინეთის ნატო–ში გაწევრიანებაზე: "ეს არ აუმჯობესებს ალიანსის წევრების უსაფრთხოებას"

29/06/2022 10:47:36 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ირწმუნება რომ შვედეთ–ფინეთის ნატო–ში გაწევრიანება "დესტაბილიზაციის გამომწვევი ნაბიჯია".

"ნატო–ს გაფართოება დესტაბილიზაციის გამომწვევი ნაბიჯია. ეს არ აუმჯობესებს ალიანსის წევრების უსაფრთხოებას", – ირწმუნება რიაბკოვი.

მანამდე, რუსეთის ექს–პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, გააფრთხილა შვედეთ–ფინეთი, რომ ამ ქვეყნების ნატო–ში გაწევრიანებამ შესაძლოა, აიძულოს მოსკოვი განათავსოს ბირთვული იარაღი კალინინგრადში – პოლონეთსა და ლიეტუვის შორის მდებარე რუსეთის ექსკლავში.

ფინეთის საგარეო საქმეთა ექს–მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა არ უგულებელყო ეს საფრთხეები, თუმცა აღნიშნა, რომ უფრო რეალისტური რისკები რუსული კიბერშეტევებთან, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და საჰაერო სივრცის დარღვევებთან იქნება დაკავშირებული.

ამავე თემაზე: რას შეცვლის ფინეთ–შვედეთის ნატო–ში გაწევრიანება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S