Accentnews.ge
"ალიანსის კარი ღიაა და პუტინი, რომელიც ამ კარის დახურვას მოითხოვდა, ახლა მიიღებს მეტ ნატო–ს რუსეთის საზღვრებთან"

"ალიანსის კარი ღიაა და პუტინი, რომელიც ამ კარის დახურვას მოითხოვდა, ახლა მიიღებს მეტ ნატო–ს რუსეთის საზღვრებთან"

29/06/2022 06:00:00 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის შეთანხმების მიღწევა "ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის პრეზიდენტ პუტინს, რომ ნატო–ს კარი ღიაა".

"გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა პუტინმა მოითხოვა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიბი და მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომ იგი ნატო–ს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგი იყო. მას ნაკლები ნატო სურდა, ახლა პრეზიდენტი პუტინი უფრო მეტ ნატო–ს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან. ასე რომ, ის, რასაც იგი იღებს, არის საპირისპირო იმისა, რასაც იგი რეალურად მოითხოვდა – და ეს იყო ნატო–ს კარების დახურვა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ნატო–ს კარი ღიაა", – განაცხადა სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენ ხანში შეუერთდებიან ფინეთი და შვედეთი ნატო–ს, გენმდივნის აცხადებს, რომ ამჟამად უნდა დაიწყოს რატიფიცირების პროცესი ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტებში.

"ეს 30–მა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. ვიცი, რომ ბევრმა პარლამენტმა უკვე დაიწყო პროცესი. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ მოკავშირეებს შორის არსებობს ძლიერი ნება, რაც შეიძლება მალე მოხდეს რატიფიცირება", – დასძინა სტოლტენბერგმა.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ მადრიდში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთი დათანხმდა, არ დაბლოკოს ნატო–ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S