ბაიდენი – თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შეთანხმების მიღწევას ულოცავს: "ჩვენი ალიანსი უფრო ერთიანი და მტკიცეა, ვიდრე ოდესმე"
29/06/2022 05:44:19 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შეთანხმების მიღწევას ულოცავს.
”როდესაც ჩვენ ვიწყებთ ნატოს ამ ისტორიულ სამიტს მადრიდში, ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერი, ერთიანი და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე”, - აცხადებს ბაიდენი.
მადრიდში ნატო–ს სამიტი გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება.
გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ მადრიდში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთი დათანხმდა, არ დაბლოკოს ნატო–ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება.


