Accentnews.ge
ზელენსკის მრჩეველი საუბრობს, როგორ შეძლო კიევმა ევროკავშირში სკეპტიკოსების დარწმუნება კანდიდატის სტატუსის შესახებ

ზელენსკის მრჩეველი საუბრობს, როგორ შეძლო კიევმა ევროკავშირში სკეპტიკოსების დარწმუნება კანდიდატის სტატუსის შესახებ

23/06/2022 08:01:16 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ ისაუბრა, თუ რამ აიძულა სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები, მათ შორის დანია და შვედეთი, შეეცვალათ პოზიცია და მხარი დაეჭირათ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

კერძოდ, ჟოკვის თქმით, ამას დაეხმარა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტის მიერ თითოეულ ქვეყანაში ამ მიმართულებით პასუხისმგებელ პირებად დანიშნულ პირთა მუშაობა, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლების ვიზიტები.

„მთავარია, რომ მათ დაინახეს რეალური მდგომარეობა. დასახელებული ქვეყნების კომენტარები ეხებოდა მაგალითად, რეფორმებს ანტიკორუფციული პოლიტიკის და სასამართლოს სფეროებში. მათ მიიღეს საკმარისი მასალები, რომ დაენახათ, სად არის უკრაინა ამ ეტაპზე. დაინახეს, რომ უკრაინას შეუძლია, შეასრულოს რეკომენდაციები, რომლებიც წერია ევროკომისიის დასკვნებში“, - განაცხადა ჟოვკვამ.

მსიივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ზელენსკის გამოსვლები ქვეყნების პარლამენტებში და უკრაინის მოქალაქეების ყოფნა ამ ქვეყნებში:

„პირადად ვნახე კოპენჰაგენში, მადრიდში, ლისაბონში უკრაინის დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, შენობების ფანჯრებზე, უამრავი უკრაინელი ქუჩებში. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ უკრაინელები მათნაირებიი არიან, აქვთ შესაბამისი განათლება, გამოცდილება, ცოდნა, სურთ მუშაობა, ენის სწავლა. რა თქმა უნდა, მზად არიან, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში დაბრუნდნენ, მაგრამ დღეს უკვე ინტეგრირებულნი არიან ევროპულ საზოგადოებებში: დანიურ, შვედურ, ესპანურ, ჰოლანდიური - თითოეულ 27 ქვეყანაში“.

17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. მათ შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S