Accentnews.ge
ISSA–ს კვლევა: „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი რესპონდენტთა 14%-ს აქვს

ISSA–ს კვლევა: „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი რესპონდენტთა 14%-ს აქვს

07/07/2025 17:20:00 პოლიტიკა, საზოგადოება

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი რესპონდენტთა 14%-ს აქვს.

კითხვაზე, [ხელისუფლებაში ვისი ყოფნის დროს არის] ევროკავშირში გაწევრიანება მეტად მოსალოდნელი, პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 14%;

თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 46%;

ორივეს შემთხვევაში - 14%;

არც ერთი - 10%;

არ ვიცი / უარი პასუხზე - 16%.

  • კვლევის შედეგები მხარდამჭერების მიხედვით:

ოპოზიციის ამომრჩევლები:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 1%;

თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 81%;

ორივეს შემთხვევაში - 7%;

არც ერთი - 5%;

არ ვიცი / უარი პასუხზე - 5%.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 49%;

თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 6%;

ორივეს შემთხვევაში - 19%;

არც ერთი - 8%;

არ ვიცი / უარი პასუხზე - 18%.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კვლევის ტიპი - რაოდენობრივი კვლევა. სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა; შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი; მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ; შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით; გამოპასუხების წილი: 71%; საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში; კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S