Accentnews.ge
როგორია პარტიების რეიტინგი - ISSA–ს კვლევა

როგორია პარტიების რეიტინგი - ISSA–ს კვლევა

07/07/2025 17:00:00 პოლიტიკა, საზოგადოება

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, კითხვაზე „ამ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს რომელ პარტიას/პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას“ შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ - 35,8%;

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18%;

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 16,6%;

„ძლიერი საქართველო“ - 9,5%;

„გახარია საქართველოსთვის“ - 10%;

„გირჩი“ - 2,3%;

„პატრიოტთა ალიანსი“ - 1,5%;

„კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) - 1,3%;

სხვა - 5,1%.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კვლევის ტიპი - რაოდენობრივი კვლევა. სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა; შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი; მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ; შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით; გამოპასუხების წილი: 71%; საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში; კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S