
ISSA–ს კვლევა: რა დამოკიდებულება აქვთ "ოცნების" და ოპოზიციის გამოკითხულ ამომრჩევლებს აქციების მიმართ
07/07/2025 17:14:00 საზოგადოება
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, ოპოზიციის გამოკითხულ ამომრჩეველთა უმეტესობაა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მომხრეა, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის უმრავლესობა კი - წინააღმდეგი.
კითხვაზე, რამდენად ემხრობით მიმდინარე პროტესტს/აქციებს, პასუხები ასე გადანაწილდა:
ოპოზიციის ამომრჩევლები:
„არ ვეთანხმები“ - 8%;
არც ვემხრობი და არც ვეწინააღმდეგები („50/50“) - 14%;
„ვემხრობი“ - 78%.
„ქართული ოცნების“ ამომრჩევლები:
„არ ვეთანხმები“ - 75%;
არც ვემხრობი და არც ვეწინააღმდეგები („50/50“) - 16%;
„ვემხრობი“ - 7%;
„არ ვიცი / უარი პასუხზე“ - 2%.
კითხვაზე, რამდენად ეთანხმებიან პროტესტის ერთ-ერთ მოთხოვნას, დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების თაობაზე, პასუხები ასე გადანაწილდა:
ოპოზიციის ამომრჩევლები:
„არ ვეთანხმები“ - 5%;
„ვემხრობი“ - 92%;
არ ვიცი / უარი პასუხზე - 3%.
„ქართული ოცნების“ ამომრჩევლები:
„არ ვეთანხმები“ - 50%;
„ვემხრობი“ - 40%;
„არ ვიცი / უარი პასუხზე“ - 10%
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ:
მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (43%) ემხრობა (არ ემხრობა 35%);
მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში (62%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (78%);
რეგიონებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა 40%, ხოლო ემხრობა 35%;
„ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა გამოკვეთილი უმრავლესობა (75%).
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კვლევის ტიპი - რაოდენობრივი კვლევა. სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა; შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი; მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ; შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით; გამოპასუხების წილი: 71%; საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში; კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.