
უკრაინაში ჩამოგდებული სუ-25–ის პილოტი „ვაგნერის“ დაქირავებული აღმოჩნდა
20/06/2022 08:20:30 ევროპა
18 ივნისს დატყვევებული რუსი მფრინავის დაკითხვისას გაირკვა, რომ ის მუშაობს „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლია და თვეში 205 000 მანეთად იბრძვის უკრაინაში,– იუწყება "ცენზორის“ რედაქტორი იური ბუტუსოვი.
მისი ცნობით, დაკავებული ანდრეი ფედორჩუკოვი რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების მაიორი იყო.
„დაკითხვისას ფედორჩუკოვმა აჩვენა, რომ მისი თავდასხმის მიზანი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების საყრდენები. მანამდე ის ახორციელებდა გაფრენებს უკრაინის ქალაქების დასაბომბად. ფედორჩუკოვს გაცვლის იმედი აქვს, თუმცა ესმის, რომ ის დაქირავებულია და შესაძლოა, არ გაცვალონ და შეიძლება, დაზარალდეს საკუთარი დანაშაულებისთვის.
საინტერესოა, რომ რუსულ ავიაციას ნავიგაციასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები აქვს. ფედორჩუკოვს თან ჰქონდა Garmin-ის ნავიგატორი და სმარტფონი, რათა უფრო ზუსტი ნავიგაცია ჰქონოდა“, –იტყობინება ბუტუსოვი.
18 ივნისს უკრაინის 72-ე მოტორიზებულმა ბრიგადამ განაცხადა, რომ რუსული სუ-25 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. პილოტი ტყვედ ჩავარდა.
იხილეთ ასევე: ბრიტანული დაზვერვა უკრაინასთან ომში რუსული საჰაერო ძალების პრობლემებზე საუბრობს