
ბრიტანული დაზვერვა უკრაინასთან ომში რუსული საჰაერო ძალების პრობლემებზე საუბრობს
20/06/2022 08:06:49 ევროპა
რუსეთის საჰაერო ძალები უკრაინასთან ომში საკმარისად ეფექტური არაა და ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი რუსეთის ძალიან შეზღუდული წარმატების,– იუწყება ბრიტანული დაზვერვა 20 ივნისის ანგარიშში.
”აქამდე რუსული საჰაერო ძალები არ იყო ეფექტური. მათი უუნარობა, მუდმივად უზრუნველყოს საჰაერო მხარდაჭერა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორია, რის გამოც რუსული კამპანია ძალიან შეზღუდული იყო. მათ არ შეუძლიათ, მიიღონ სრული საჰაერო უპირატესობა და მოქმედებენ დაბალი რისკის საფუძველზე. მხოლოდ იშვიათად შედიან ღრმად უკრაინის სიღრმეში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ბრტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ამ სიტუაციის მიზეზები რუსეთის სახმელეთო ჯარებში გაბატონებული პრობლემების მსგავსია:
„საჰაერო ძალების წვრთნები წლების განმავლობაში დიდი ალბათობით, დაწერილი და შექმნილი იყო უფროსებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, ვიდრე ეკიპაჟის ინიციატივის განვითარებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს შედარებით თანამედროვე და ქმედუნარიანი საბრძოლო თვითმფრინავების შთამბეჭდავი ფლოტი, საჰაერო ძალებს თითქმის არ აქვთ განვითარებული ინსტიტუციური კულტურა და უნარების ნაკრები, რომელიც უპასუხებდა მისწრაფებებს საჰაერო კამპანიების უფრო დასავლურ სტილში მოქმედებისკენ“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ამან გამოიწვია ის, რომ სახმელეთო ძალები სწრაფად იშლებიან; ასევე – საკრუიზო რაკეტების ფართო გამოყენება, რომელთა მარაგი, ალბათ, უკვე ამოწურულია“.
წინა მიმოხილვისაში ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა მნიშვნელოვანი პრობლემები რუსულ ძალებში დემორალიზების კუთხით.