Accentnews.ge
ამერიკელი მებრძოლების ტყვედ ჩავარდნის ცნობების შემდეგ აშშ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან

ამერიკელი მებრძოლების ტყვედ ჩავარდნის ცნობების შემდეგ აშშ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან

15/06/2022 20:11:19 მსოფლიო

ამერიკელი მებრძოლების ტყვედ ჩავარდნის ცნობების შემდეგ აშშ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან.

როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს პრე–სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ცნობები 2 ამერიკელი მებრძოლის ტყვედ ჩავარდნის შესახებ გადამოწმებული ჯერ–ჯერობით არ არის.

"მაგრამ თუ ისინი რუსების ტყვეობაში არიან, აშშ გააკეთებს ყველაფერს შესაძლებლობების ფარგლებში, რათა თანამოქალაქეები დაიბრუნოს", – განაცხადა კირბიმ და ამერიკელებს შემდეგი რჩევით მიმართა:

"თუ თქვენ ძალიან გსურთ უკრაინის მხარდაჭერა, არსებობს რამდენიმე სხვა გზა ამის გასაკეთებლად, რომელიც უფრო უსაფრთხო და ეფექტურია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S