
„მთელი ბატალიონიდან მხოლოდ 30 კაცი წავიდა საბრძოლველად, წარმოგიდგენია?!“ – რუსი სამხედრო მეუღლეს არსებულ ვითარებას აცნობს
14/06/2022 08:22:21 ევროპა
10 რუსი ოკუპანტიდან მხოლოდ 1 არის მზად, უკრაინელ სამხედროებთან პირდაპირი შეტაკებისთვის, – იუწყება უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და დასტურად რუსი სამხედროსა და მისი მეუღლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს.
ჩანაწერში სამხედრო მეუღლეს უამბობს, რომ მთელი ბატალიანოდან მხოლოდ 30 კაცი წავიდა საბრძოლველად, ხოლო დანარჩენებმა ბრძოლაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„მთელი ბატალიონიდან მხოლოდ ოცდაათი ადამიანი!, ოცდაათი! წარმოგიდგენია?!",– უზიარებს საკუთარ ემოციებს სამხედრო მეუღლეს.
როგორც უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, ამით აიხსნება ის, რომ რუსი ოკუპანტები ცდილობენ, არ გადავიდნენ შეტევაზე, მაგრამ შორიდან ახორციელებენ დარტყმებს უკრაინის დასახლებებზე მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ, თითოეულ ბატალიონს ჰყავს 300-დან 900-მდე სამხედრო მოსამსახურე, რაც დამოკიდებულია ჯარის ტიპზე.
უსაფრთხოების სამსახური გამოდის შეხსენებით, რომ რუს სამხედროებს, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა სურთ, შეუძლიათ, დარეკონ "ცხელ" ხაზზე 2402.
იხილეთ ასევე: ომის 111–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს