Accentnews.ge
ომის 111–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 111–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

14/06/2022 06:38:39 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 32 500 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 14 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 32 500 (+200 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1 434 (+2),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 503 (+11),
  • საარტილერიო სისტემები - 721 (+3),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 229 (+3),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 97,
  • თვითმფრინავი - 213 (+1),
  • ვერტმფრენები - 179 (+1),
  • გემები / ნავები - 13,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2 473 (+13),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -588 (+3),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 54,
  • საკრუიზო რაკეტა – 125.

გენშტაბის ცნობი, ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს, თუმცა უკრაინელი სამხედროები იქ ბლოკირებულნი არ არიან.

"ყველა ხიდი განადგურებულია, მაგრამ სევეროდონეცკი ბლოკირებული არ არის. არის ქალაქთან კომუნიკაცია. რაშისტებმა სევეროდონეცკის სრულად აღება ვერ შეძლეს, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. ოლქის ცენტრისკენ მიმავალი ყველა ხიდი დანგრეულია. ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიტანა შესაძლებელი არ არის. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა უკიდურესად რთულ პირობებში იმყოფება". - თქვა გაიდაიმ.

ამასთან, გაიდაიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან ევაკუაცია შეუძლებელია, უკრაინის მცველებს დაჭრილების სამედიცინო დაწესებულებში გაგზავნის შესაძლებლობა აქვთ.

გადაიას თქმით, სევეროდონეცკიდან ოკუპანტების უსწრაფესად გაძევების შემთხვევაშიც კი ქალაქის კომუნიკაციების სისტემის აღდგენა ზამთრამდე ვერ მოხერხდება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სევროდონეცკისთვის ბრძოლა ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა, რომელიც ევროპას უნახავს.

"ჩვენთვის ადამიანური დანაკარგი ამ ბრძოლაში ძალიან დიდია - ეს, უბრალოდ, შემზარავია. ეჭვგარეშეა, რომ დონბასისთვის ბრძოლა სამხედრო ისტორიაში დარჩება, როგორც ყველაზე ძალადობრივი ბრძოლა ევროპაში". - თქვა მან.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა პარტნიორ ქვეყნებს, რათა უკრაინას იარაღი მიაწოდონ.

"ჩვენ აბსოლუტურ ბოროტებას ვუმკლავდებით. სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ წინ ვიაროთ და ჩვენი ტერიტორიები გავათავისუფლოთ". - ამბობს ის.

ზელენსკის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდება უკრაინას უპირატესობას მისცემს და უზრუნველყოფს დონბასში "რუსული წამების" დასრულებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S