Accentnews.ge
"აშშ და მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი იმისთვის, რომ დაეხმარონ მას წარმატების მიღწევაში"

"აშშ და მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი იმისთვის, რომ დაეხმარონ მას წარმატების მიღწევაში"

14/06/2022 06:33:10 მსოფლიო

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი იმისთვის, რომ დაეხმარონ მას წარმატების მიღწევაში, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მესამე შეხვედრა.

"ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მსოფლიოში ჩვენი პარტნიორების მზარდი ჯგუფი შეიკრიბოს, რათა უზრუნველვყოთ, უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც ახლა სჭირდება, რომ დაიცვას თავი რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული თავდასხმისგან“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალის წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინისთვის საჭირო მძიმე იარაღის სია გამოაქვეყნა.

14–15 ივნისს ბრიუსელში ნატო–ს თავდაცვის მინისტერილი გაიმართება.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S