Accentnews.ge
ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალის წინა დღეს პოდოლიაკი  უკრაინისთვის საჭირო მძიმე იარაღის სიას აქვეყნებს

ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალის წინა დღეს პოდოლიაკი უკრაინისთვის საჭირო მძიმე იარაღის სიას აქვეყნებს

13/06/2022 08:30:35 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად კონკრეტული მძიმე იარაღის გარკვეული რაოდენობა სჭირდება.

"პირდაპირი, რომ ვიყო - ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება შემდეგი მძიმე იარაღი:

  • 1000 – ჰაუბიცის კალიბრი 155 მმ;
  • 300 – MLRS;
  • 500 – ტანკი;
  • 2000 – ჯავშანმანქანა;
  • 1000 – "დრონი".

15 ივნისს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ველოდებით გადაწყვეტილებას", – წერს პოდოლიაკი.

14–15 ივნისს ბრიუსელში ნატო–ს თავდაცვის მინისტერილი გაიმართება.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S