IDS BORJOMI International: "მაკონტროლებელმა აქციონერმა მთავრობას 7.73%-იანი წილი გადასცა"
13/06/2022 11:42:26 ეკონომიკა
IDS BORJOMI International აცხადებს, რომ 2022 წლის 13 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს.
კომპანიის განცხადებით, შეთანხმების შედეგად:
- მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.
- IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება.
- IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.
"IDS BORJOMI International-ის აქციონერები, მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, IDS BORJOMI, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს". - აცხადებს IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ელხან ალნაზაროვი.
დღეს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ბორჯომის" აქციონერებთან მოლაპარაკებები დასრულდა და საქართველოს მთავრობა კომპანიის თანამფლობელი გახდება.


