
დანაკარგების გამო, რუსი სამხედროები ბრძოლაზე უარს ამბობენ – უკრაინის გენშტაბი
10/06/2022 12:29:20 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების იძულების მიუხედავად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მობილიზებული ქვედანაყოფები საომარ მოქმედებაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
უწყების ცნობითვე, ხარკოვის რეგიონებში უკრაინელ დამცველებთან ბრძოლის დროს მიღებული დანაკარგების გამო, პირველი არმიის კორპუსის მოტორიზებული ქვეითმა ქვედანაყოფმა სრულიად თქვა უარი საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკსა და ლუგანსკში შვიდი თავდასხმა მოიგერია. ჯარისკაცებმა ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა გაანადგურეს, მათ შორის ათი ტანკი, შვიდი საარტილერიო სისტემა, ოთხი ჯავშანტექნიკა, ოთხი საბრძოლო მანქანა და საბრძოლო მასალა. საჰაერო თავდაცვის დაჯგუფებამ კი ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 ჩამოაგდო .
იხილეთ ასევე: ომის 107–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს