Accentnews.ge
ომის 107–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 107–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

10/06/2022 10:54:01 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 31 900 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 10 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 31 900 (+200 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1409 (+11),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3450 (+12),
  • საარტილერიო სისტემები - 712 (+1),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 222 (+9),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 97 (+1),
  • თვითმფრინავი - 212,
  • ვერტმფრენები - 178,
  • გემები / ნავები - 13,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2438 (+17),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 572 (+10),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 54 (+1),
  • საკრუიზო რაკეტა – 125.

როგორც განიმარტა, ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი გასული დღე–ღამის განმავლობაში განიცადეს ხარკოვის და ბახმუტსკის მიმართულებით.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის მიერ კონტროლირებად ოლქის ტერიტორიაზე შტურმს აგრძელებს.

მისი თქმით, მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ამ დრომდე რეგიონალური ცენტრი უკრაინულად რჩება.

"ქალაქ სევეროდონეცკში სასტიკი ქუჩის ბრძოლები გრძელდება. მტერს ვანადგურებთ. რეგიონალური ცენტრი კვლავ უკრაინულად რჩება. მარშრუტი ლისიჩანსკი-ბახმუტი ჩვენია. ევაკუაცია შესაძლებელია მხოლოდ ლისიჩანსკიდან და მთიანი დასახლებებიდან", – აცხადებს გაიდაი.

​მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს ამ ეტაპზე კვლავ რუსეთი აკონტროლებს, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევას ვერ ახერხებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S