Accentnews.ge
"ევროპარლამენტში მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა სხვა ინსტიტუტებში თავშეკავებაა"

"ევროპარლამენტში მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა სხვა ინსტიტუტებში თავშეკავებაა"

06/06/2022 06:59:22 პოლიტიკა

"ევროპელი მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსი" (Greens/EFA) წევრი, მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მომუშავე ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს, თუმცა ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებში იგივე განწყობა არაა. ამის შესახებ გრეგოროვამ "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"ევროპარლამენტში ნამდვილად არის მხარდაჭერა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებში უფრო და უფრო მეტი ხმა გვესმის თავშეკავების შესახებ. ახლა ძალიან რთულია იმის თქმა, მიიღებენ თუ არა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო კანდიდატის სტატუსს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა რამდენჯერმე ნათლად განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს მის აღმოსავლეთ სამეზობლოს და არსებობს გეგმები დახმარებისა და მხარდაჭერის სხვადასხვა საშუალებების შესახებ. მაგალითად, მოლდოვამ და უკრაინამ მიიღო ფინანსური დახმარება, უკრაინისთვის კი სხვა ეკონომიკური სარგებელიცაა, როგორიცაა ნულოვანი ტარიფი. ასე რომ, დამოკიდებულება ნათელია: ჩვენ აქ ვართ ერთმანეთისთვის. ზოგიერთი ნაბიჯი შეიძლება, დაბლოკოს ევროკავშირის რიგმა წევრმა სახელმწიფოებმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად ევროკავშირის მხარდაჭერა გაუქმებულია", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S