"რუსეთი ცდილობს, შეამციროს ნავთობზე ემბარგოთი გამოწვეული ზიანი"
01/06/2022 14:07:11 მსოფლიო
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს, შეამციროს ნავთობზე ემბარგოთი გამოწვეული ზიანი.
"სანქციებს უარყოფითი შედეგი ექნება ევროპისთვის, ჩვენთვის და მთელი მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრისთვის“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ მიმდინარეობს „რეორიენტაცია“ ნავთობისთვის, რომელიც აღარ მიეყიდება ევროპას.
„ეს არის მიზანმიმართული, სისტემური მოქმედებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, მინიმუმამდე დავიყვანოთ უარყოფითი შედეგები“, - განაცხადა პესკოვმა.
ევროკავშირის მე–6 სასანქციო პაკეტის თანახმად, აკრძალვა შეეხება რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 75%-ს დაუყოვნებლივ და დაახლოებით 90%-ს – წლის ბოლომდე.
ამავე თემაზე: Reuters განმარტავს, რატომ დააზარალებს ნავთობის ემბარგო უფრო მეტად პუტინს, ვიდრე ევროპას.


