Accentnews.ge
Reuters განმარტავს, რატომ დააზარალებს ნავთობის ემბარგო უფრო მეტად პუტინს, ვიდრე ევროპას

Reuters განმარტავს, რატომ დააზარალებს ნავთობის ემბარგო უფრო მეტად პუტინს, ვიდრე ევროპას

01/06/2022 13:46:05 მსოფლიო

Reuters-ის საერთაშორისო საფინანსო კომენტატორების გუნდმა (Rystad) გამოთვალა, თუ რა გავლენას იქონიებს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებსა და რუსეთზე.

Rystad–ს განცხადებით, ნავთობის ემბარგო მოსკოვს უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე ევროკავშირს.

"გარკვეული ყოყმანის შემდეგ ევროკავშირმა გადაწყვიტა აეკრძალა რუსული ნავთობის უმეტესი ნაწილი. ახალი სასანქციო პაკეტის თანახმად, აკრძალვა შეეხება რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 75%-ს დაუყოვნებლივ და დაახლოებით 90%-ს – წლის ბოლომდე. [...] "ურალის" ტიპის ნედლი ნავთობის უფრო ძვირი, "ბრენტის" ტიპით ჩანაცვლება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ენერგოგადასახადს კიდევ უფრო გაზრდის. მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი მოსკოვს ყველაზე მომგებიანი საექსპორტო წყაროდან მიღებულ შემოსავალს შეუმცირებს და დაეხმარება ვლადიმირ პუტინის ომის მანქანის შეფერხებას", – წერს გამოცემა.

სანქციების მე–6 პაკეტის გავლენა ევროკავშირზე

გამოცემის ცნობით, რუსული ნედლი ნავთობის აკრძალვა გამოიწვევს, ენერგო გადასახადის კიდევ უფრო ზრდას.

"ევროკავშირი ყოველდღიურად 3-დან 3,7 მილიონ ბარელამდე რუსული "ურალის" ტიპის ნავთობის იმპორტს ახორციელებს. მისი 75%-ის ჩანაცვლება ბარელზე 120-დოლარიანი "ბრენტით", ევროკავშირისთვის თვეში მინიმუმ, 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებით ხარჯებს გამოიწვევს", – იუწყება Reuters.

სანქციების მე–6 პაკეტის გავლენა რუსეთზე

გამოცემა განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი რუსული ნავთობის ემბარგო.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ნავთობი უფრო ადვილად შეიძლება, გაიტანოს სხვაგან, ვიდრე გაზი, მას გაუჭირდება სრულად ჩაანაცვლოს ევროკავშირში დაკარგული ექსპორტი. ინდოეთი ყიდულობს რუსული ნედლი ნავთობის რეკორდულ რაოდენობას, მაგრამ მისი გადამამუშავებელი ქარხნები უკვე იყენებენ ისეთ სიმძლავრეს, რომელიც მათ ნორმით დადგენილ შესაძლებლობებს აღემატება. ჩინეთს ჯერ არ გაუძლიერებია იმპორტი, მაგრამ მისი ეკონომიკა ნაკლებად აქტიურია "კოვიდ –19"–ის მასშტაბური ჩაკეტვის შემდეგ. ამასთან, ევროკავშირის ემბარგო ხელს შეუშლის რუსეთის ნავთობის ტრანსპორტირებას არარუსული ტანკერებით.

ურალის ნავთობის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით ევროკავშირში დღეში 3 მილიონი ბარელი ექსპორტით რუსეთს შეეძლო, მინიმუმ, 8,1 მილიარდი დოლარის გამომუშავება თვეში. ​Rystad-ს ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, საუკეთესო შემთხვევაში შეძლოს ევროკავშირისთვის ადრე გამიზნული 1 მილიონი ბარელის მარშრუტის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 მილიონი ბარელის ექსპორტი სწრაფად შემცირდება მხოლოდ 1,75 მილიონ ბარელამდე. ეს ნიშნავს თვეში მინიმუმ, 3,4 მილიარდი დოლარის შემოსავლის დაკარგვას ემბარგოს საწყის ეტაპზე და ეს ზარალი შესაძლოა, თვეში 4,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს თვეში მაშინ, როცა ევროკავშირის სრული აკრძალვა შევა ძალაში. შესაბამისად, ევროკავშირის ნავთობის ემბარგო უფრო მეტად დააზარალებს რუსეთს, ვიდრე ევროპას“, – წერს გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S