ლარი კვლავ მკვეთრად გაუფასურდა
31/05/2022 13:09:32 ეკონომიკა
31 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 7.03 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0249 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 6.33 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2466 ლარი გახდა.
7.41-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 3.812 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.38 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 18.43 თეთრი გახდა.
იხილეთ ასევე: „გაუგონარი გადაწყვეტილება მივიღეთ“ – ლარის კვლავ გაუფასურებას პროგნოზირებენ


