Accentnews.ge
ჩავუშოღლუ: "ფინეთმა და შვედეთმა უნდა შეცვალონ თავიანთი კანონები თურქეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად"

ჩავუშოღლუ: "ფინეთმა და შვედეთმა უნდა შეცვალონ თავიანთი კანონები თურქეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად"

31/05/2022 12:41:41 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, "ფინეთმა და შვედეთმა უნდა შეცვალონ თავიანთი კანონები თურქეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად".

მისი თქმით, თურქეთი მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანებას, თუ ანკარას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"თურქეთმა ანკარაში ცოტა ხნის წინ მყოფ ფინეთის და შვედეთის დელეგაციებს გადასცა დოკუმენტები, რომლებიც ასახავს მოთხოვნებს. მოველი, რომ მოკავშირეები იმუშავებენ უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად. შეუძლებელია ჩვენი მოთხოვნების შესრულება? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ გვინდა, რომ შეწყვიტონ ტერორიზმის მხარდაჭერა", - განუცხადა ჩავუშოღლუმ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს და დასძინა, რომ ანკარამ იცის, რომ მისი ზოგიერთი მოთხოვნა მოითხოვს კანონების ცვლილებას.

თურქეთი გახდა ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას.

ამავე თემაზე: თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების თაობაზე საკუთარი მოთხოვნების სია გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S