ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა
30/05/2022 13:48:24 ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში 9, ევროსთან კი 11 თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9546 ლარი ეღირება, ევრო – 3.1833 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7379 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8657 ლარი ღირდა, ევრო – 3.0689 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.6108 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 31 მაისისთვის ამოქმედდება.
იხილეთ ასევე: „გაუგონარი გადაწყვეტილება მივიღეთ“ – ლარის კვლავ გაუფასურებას პროგნოზირებენ


