Accentnews.ge
"სანამ თაიფ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელია, არ შეგვიძლია, ვუთხრათ "დიახ" იმ ქვეყნების NATO-ში შესვლას, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს"

"სანამ თაიფ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელია, არ შეგვიძლია, ვუთხრათ "დიახ" იმ ქვეყნების NATO-ში შესვლას, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს"

29/05/2022 13:55:09 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ გასულ კვირაში ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებთან დიალოგი „არ იყო მოსალოდნელი დონის“ და ანკარა არ მიესალმება „ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების“ NATO-ში შესვლას.

„მანამ სანამ თაიფ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელია, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ვუთხრათ "დიახ" იმ ქვეყნების NATO-ში შესვლას, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს. ისინი არ არიან გულახდილები ან გულწრფელები. ჩვენ ვერ გავიმეორებთ შეცდომას, რომელიც წარსულში დავუშვით NATO-ს, უსაფრთხოების ორგანიზაციის, იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვინც მიესალმება და კვებავს ასეთ ტერორისტებს“ - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

შვედეთისა და ფინეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი გმობენ ტერორიზმს და მიესალმებიან ანკარასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

თურქეთი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის NATO-ს წევრობას. იმისთვის, რომ ქვეყანა ალიანსში მიიღონ 30-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს გამოცემა Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ და შვედეთისა და ფინეთის დელეგაციებმა მიმდინარე კვირაში ნორდიკული ქვეყნების NATO-ს წევრობის შესახებ გამართული შეხვედრებით მცირე პროგრესს მიაღწიეს.

მედია თურქეთის ხელისუფლებიდან 2 წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ დროისთვის უცნობია როდის გაიმართება დამატებითი დისკუსიები.

ამავე თემაზე: თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების თაობაზე საკუთარი მოთხოვნების სია გამოაქვეყნა

ვეტო ერდოღანის ხელში და საქართველოს შანსი, თურქეთის ერთ–ერთ პირობად იქცეს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S