დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს Harpoon-ს გადასცემს
23/05/2022 17:51:22 მსოფლიო
დანია უკრაინას გადასცემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს "Harpoon" და მათ გამვებ მოწყობილობას, ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ბრიფინგზე განაცხადა.
„განსაკუთრებით მადლობელი ვარ დანიის, რომელმაც დღეს გამოაცხადა Harpoon-ის შემოწირულობის შესახებ უკრაინის სანაპიროების დაცვისთვის“,– განაცხადა ოსტინმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 20-მა ქვეყანამ გამოაცხადა დახმარების ახალი პაკეტის შესახებ და ბევრი ქვეყანა მიაწვდის უკრაინას კრიტიკულად საჭირო საარტილერიო იარაღს, ტანკებს და სხვა ჯავშანტექნიკას.
მისი თქმით, შეხვედრას 40-ზე მეტი თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა, მათ შორის უკრაინის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.
ოსტინმა აღნიშნა, რომ ჯგუფს პირველად შეუერთდნენ მინისტრები ავსტრიიდან, ბოსნიიდან, კოლუმბიიდან და კოსოვოდან.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ თეთრი სახლი მუშაობს უკრაინაში თანამედროვე გემსაწინააღმდეგო რაკეტების გადასატანაზე და რუსეთის საზღვაო ბლოკადის დაძლევაში უკრაინის დახმარებაზე.
იხილეთ ასევე: ჩეხეთმა უკრაინას ვერტმფრენები, ტანკები და სარაკეტო სისტემები გადასცა, იტალიამ და საბერძნეთმა –არტილერია


