
ჩეხეთმა უკრაინას ვერტმფრენები, ტანკები და სარაკეტო სისტემები გადასცა, იტალიამ და საბერძნეთმა –არტილერია
23/05/2022 17:36:19 ევროპა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ჩეხეთმა უკრაინას გადასცა საბრძოლო ვერტმფრენები, ტანკები და სარაკეტო სისტემები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ მან უკრაინის დასახმარებლად შექმნილი ჯგუფის მეორე შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩეხეთს შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის, შეტევთი შვეულმფრენების, ტანკებისა და სარაკეტო სისტემებისთვის- თქვა ოსტინმა.
მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა კრიტიკულად საჭირო საარტილერიო სისტემებისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ, მათ შორის იტალიამ, საბერძნეთმა, ნორვეგიამ და პოლონეთმა:
„ასევე მინდა, აღვნიშნო დიდი ბრიტანეთის წამყვანი როლის შესახებ, რომელიც კოორდინაციას უწევს სამხედრო დახმარებას და წევს სამხედრო დახმარებას, რომელიც კვლავ მიედინება უკრაინაში“, - დასძინა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
მანამდე ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ დანია უკრაინას გადასცემს Harpoon საზენიტო რაკეტებს.
ჩეხეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას მიაწოდა ტანკები - საბჭოთა T-72, ასევე BMP-1 ქვეითი საბრძოლო მანქანები, რომლებიც მის აქტიურ რეზერვებშია.