Accentnews.ge
პუტინმა ფინეთის და შვედეთის NATO–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა

პუტინმა ფინეთის და შვედეთის NATO–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა

16/05/2022 13:35:58 მსოფლიო

სამხედრო ნაბიჯით მუქარის შემდეგ კრემლში ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალეს.

კერძოდ, რუსული მედიის ცნობით, 16 მაისს კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მათი ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს.

„რაც შეეხება გაფართოებას, მათ შორის, ალიანსის ახალი წევრების ხარჯზე - ფინეთისა და შვედეთის, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ რუსეთს ამ სახელმწიფოებთან პრობლემა არ აქვს და ამიტომ ამ კონტექსტში, უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება. მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება.

საერთოდაც პრობლემა ცარიელ ადგილზე იქმნება, ამაზე შესაბამის რეაგირებას ვიქონიებთ“,- განაცხადა პუტინმა.

გასულ კვირას ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელს, რომლის თანახმად, ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს განაცხადი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

სახელმწიფო მედიის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ფინელების 75%-ზე მეტი სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ფინეთს რუსეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს. კრემლში ფინეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

საპასუხოდ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ბირთვული ომით დაიმუქრა, რუსეთის საგარეო უწყებაში კი განცხადეს, რომ თუ ფინეთი ნატო–ში გაწევრიანდება, „რუსეთი იძულებული იქნება, გადადგას საპასუხო ნაბიჯები, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის“. ამ ქვეყნების ბლოკში გაწევრიანებას საფრთხისშემცველი უწოდა პუტინმაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S