Accentnews.ge
რუსეთი ფინეთს "სამხედრო ნაბიჯით" დაემუქრა

რუსეთი ფინეთს "სამხედრო ნაბიჯით" დაემუქრა

12/05/2022 11:31:58 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის შემდეგ ფინეთის მიმართ მუქარის შემცველი განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ გააკეთა. კერძოდ, როგორც სერგეი ლავროვის განცხადენათი წერია, თუ ფინეთი ნატო–ში გაწევრიანდება, „რუსეთი იძულებული იქნება, გადადგას საპასუხო ნაბიჯები, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის“.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა „სერიოზულ ზიანს მიაყენებს მოსკოვისა და ჰელსინკის ურთიერთობებს და ჩრდილოეთ ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას“:

„რუსეთი იძულებული იქნება გადადგას საპასუხო ნაბიჯები, როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე სხვა ხასიათის, რათა შეაჩეროს მის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ამ კუთხით წარმოქმნილი საფრთხეები“.

მანამდე თემის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ეს კონტინენტს სტაბილურს და უსაფრთხოს არ ხდის“. ხოლო დიმიტრი მედვედევი „ბირთვული ომით“ დაიმუქრა.

დღეს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელს, რომლის თანახმად, ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს განაცხადი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

სახელმწიფო მედიის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ფინელების 75%-ზე მეტი სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ფინეთს რუსეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს. კრემლში ფინეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

იხილეთ ასევე: "სარკეში ჩაიხედონ"– ფინეთის პრეზიდენტი კრემლის მუქარას პასუხობს

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფინეთის ალიანსში გაწევრიანება გააძლიერებს როგორც ნატო–ს, ასევე თავად ფინეთს.

"თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის შემოტანას, მათ თბილად მიესალმებიან ნატო–ში და გაწევრიანების პროცესი იქნება სწრაფი. ფინეთი არის ნატო–ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, განვითარებული დემოკრატია, ევროკავშირის წევრი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ფინეთის ნატო–ში გაწევრიანება დაამტკიცებს, რომ ალიანსის კარი ღიაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S