Accentnews.ge
ერდოღანის განცხადების შემდეგ შვედეთი თურქეთში დიპლომატთა ჯგუფს აგზავნის

ერდოღანის განცხადების შემდეგ შვედეთი თურქეთში დიპლომატთა ჯგუფს აგზავნის

16/05/2022 13:04:12 მსოფლიო

შვედეთის თავდაცვის მინისტრ პიტერ ჰულტკვისტის განცხადებით, შვედეთი თურქეთში დიპლომატებს გააგზავნის, რათა ნატო-ში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით ანკარას წინააღმდეგობები გადაილახოს.

„ჩვენ გავაგზავნით დიპლომატთა ჯგუფს თურქეთთან დიალოგის გასამართად, რათა დავინახოთ, როგორ შეიძლება, მოგვარდეს ეს საკითხი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.

მისი თქმით, "ნატო-ს მხრიდან საბერძნეთის ალიანსში მიღებაც შეცდომა იყო"

„თურქეთის მხრიდან ჩვენ არ გვინდა მსგავსი შეცდომის გამეორება. მეტიც, სკანდინავიის ქვეყნები სასტუმრო სახლებივითაა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. ჩვენთვის შეუძლებელია, ვიყოთ ამის მომხრე“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის: 12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელს, რომლის თანახმად, ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს განაცხადი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე.

მოგვიანებით, ნატო-ში აღნიშნეს, რომ "ფინეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესი სწრაფი იქნება".

იხილეთ ასევე: სტოლტენბერგი განმარტავს, როგორ უზრუნველყოფს ნატო შვედეთის უსაფრთხოებას ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებამდე.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

საბოლოო გადაწყვეტილება ნატო–ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარსადგენად საჭიროებს კენჭისყრას ფინეთის პარლამენტში, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.

სახელმწიფო მედიის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ფინელების 75%-ზე მეტი სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ფინეთს რუსეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს. კრემლში ფინეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

ამავე თემაზე : "სარკეში ჩაიხედონ"– ფინეთის პრეზიდენტი კრემლის მუქარას პასუხობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S