Accentnews.ge
ნატო: "უახლოეს კვირებში ფინეთი და შვედეთი მოკავშირეთა წვრთნებში ჩაერთვებიან"

ნატო: "უახლოეს კვირებში ფინეთი და შვედეთი მოკავშირეთა წვრთნებში ჩაერთვებიან"

13/05/2022 14:25:54 მსოფლიო

უახლოეს კვირებში ფინეთი და შვედეთი მოკავშირეთა წვრთნებში ჩაერთვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო ავრცელებს.

"ნატო–ს პარტნიორები ფინეთი და შვედეთი უახლოეს კვირებში ჩაერთვებიან მოკავშირეთა რამდენიმე წვრთნაში. ამჟამად, აშშ-ის, ბრიტანეთის, ესტონეთის და ლატვიის ძალები ფინელ მასპინძლებთან ერთად მონაწილეობენ წვრთნებში "Arrow 22", რომელჩის ჩართულია დიდი ბრიტანეთის "Challenger 2"–ის ტიპის ტანკები და ამერიკული "Stryker"-ის ტიპის ჯავშანტექნიკა", – აცხადებენ ნატო–ში.

ცნობისთვის: 12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელს, რომლის თანახმად, ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს განაცხადი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე.

მოგვიანებით, ნატო-ში აღნიშნეს, რომ "ფინეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესი სწრაფი იქნება".

იხილეთ ასევე: სტოლტენბერგი განმარტავს, როგორ უზრუნველყოფს ნატო შვედეთის უსაფრთხოებას ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებამდე.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

საბოლოო გადაწყვეტილება ნატო–ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარსადგენად საჭიროებს კენჭისყრას ფინეთის პარლამენტში, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.

სახელმწიფო მედიის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ფინელების 75%-ზე მეტი სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ფინეთს რუსეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს. კრემლში ფინეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

ამავე თემაზე : "სარკეში ჩაიხედონ"– ფინეთის პრეზიდენტი კრემლის მუქარას პასუხობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S