თურქეთი და ყაზახეთი თავდასხმის შესაძლებლობის მქონე დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ
12/05/2022 09:49:49 მსოფლიო
თურქეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შეტევის განმახორციელებელი დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ.
როგოც განიმარტა, შეთანხმება წარმოების გარდა მოიცავს უპილოტო საფრენი აპარატების მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას ყაზახეთში, ერთობლივ საწარმოში.
უპილოტო საფრენ აპარატს ANKA შეუძლია 350 კილოგრამამდე ტვირთის გადაზიდვა. ის შეიძლება, რვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით ან ოთხი საჰაერო ბომბით აღიჭურვოს. თურქეთის სამხედროებმა ასეთი მოწყობილობები 2020 წელს სირიაში სამხედრო ოპერაციის დროს გამოიყენეს.
მანამდე ყაზახეთმა თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.


