Accentnews.ge
ყაზახეთმა თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა

ყაზახეთმა თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა

11/05/2022 14:48:37 მსოფლიო

ყაზახეთმა თურქეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა, - იუწყება ყაზახური მედია. დოკუმენტს ყაზახეთის პრეზიდენტ ქასიმ-ჟომართ თოკაევის თურქეთში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.

გაფორმდა ასევე რიგი სხვა დოკუმენტები, რომლებიც "ორ ქვეყანას შორის ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას არეგულირებს", - იუწყება ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრო, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.

თავის მხრივ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მინისტრმა ჰულუსი აქარმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, "მათ შორის - სამხედრო მრეწველობისა და ერთობლივი წვრთნების მიმართულებით".

"ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი პარტნიორობა ახალ - სტრატეგიულ საფეხურზე ავიყვანეთ. თურქეთი და ყაზახეთი მოძმე ქვეყნებია. თურქეთი დიდ ყურადღებას უთმობს სტაბილურობასა და მშვიდობას ყაზახეთში", – განაცხადა, თავის მხრივ, ყაზახ კოლეგასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ვიწრო შემადგენლობით პრეზიდენტებმა უკრაინაში არსებული ვითარებაც განიხილეს. "ჩვენი ხედვები კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით ერთმანეთს ემთხვევა. უკრაინაში ომის დასასრულებლად მჭიდროდ ვმუშაობთ პირველივე დღეებიდან. ამ ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქული ქვეყნების ორმხრივ საფუძველზე თანამშრომლობისა და ერთიანობის მნიშვნელობა", – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

სულ გაფორმებულია 14 დოკუმენტი, მათ შორის - მემორანდუმი მედიის სფეროში, შეთანხმებები ტვირთების საერთაშორისო კომბინირებული გადაზიდვებისა და საბაჟო კონტროლის გამარტივების შესახებ, მემორანდუმი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უკრაინის ომის ფონზე ანკარას შესაძლებლობა გაუჩნდა, გაამყაროს კონტაქტები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, რომლებსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

ცნობისთვის: თურქეთი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი შუამავალია. ყაზახეთმა კი უარი განაცხადა, მხარი დაეჭირა რუსთისთვის უკრაინაში შეჭრის საკითხში. ამასთან, 9 მაისის ღონისძიებებზე ქვეყანაში გეორგიევსკის ლენტებისა და უკრაინაში რუსულ აგრესიასთან ასოცირებული სიმბოლოს - Z-ის გამოყენება აიკრძალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S