Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: "აშშ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ კიევისთვის მიწოდებული იარაღი უკვე ფრონტის ხაზზეა"

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: "აშშ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ კიევისთვის მიწოდებული იარაღი უკვე ფრონტის ხაზზეა"

11/05/2022 12:44:20 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი აცხადებს, რომ აშშ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ კიევისთვის მიწოდებული იარაღი უკვე ფრონტის ხაზზეა.

"ჯაველინებისა" და "სტინგერების" გარდა, ფრონტზე უკვე გამოიყენება ამერიკული ჰაუბიცები. ჩვენ ვმუშაობთ დახმარების ტემპის კიდევ უფრო დასაჩქარებლად", - განაცხადა მალიარმა.

მისი თქმით, უცხოური იარაღის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, გაანადგუროს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

იხილეთ ასევე: პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილ შეიარაღების ჩამონათვალს აქვეყნებს

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S