Accentnews.ge
პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილ შეიარაღების ჩამონათვალს აქვეყნებს

პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილ შეიარაღების ჩამონათვალს აქვეყნებს

11/05/2022 06:07:46 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარება 4.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. უწყების ცნობით, ამ თანხიდან დაახლოებით, 3.8 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება უკრაინამ რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო

თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს იმ შეიარაღების ჩამონათვალს, რომლითაც რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას ეხმარება. მათ შორისაა:

  • 1400-ზე მეტი საზენიტო კომპლექსი „სტინგერი“;
  • 5500-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“;
  • 14 000-ზე მეტი სხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა;
  • 700-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი Switchblade;
  • 121 უპილოტო საფრენი აპარატი Phoenix Ghost;
  • 90 ჰაუბიცა;
  • 200 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი;
  • Mi-17 ტიპის 16 ვერტმფრენი;
  • 200 ჯავშანმანქანა M113;
  • 7000 ერთეულზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი;
  • 50 000 000-ზე მეტი ტყვია.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S