Accentnews.ge
ევროკავშირი მოლდოვას დამატებით 52მლნ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი მოლდოვას დამატებით 52მლნ ევროს გამოუყოფს

06/05/2022 10:00:06 მსოფლიო

ევროკავშირი მოლდოვას დამატებით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს.

როგორც ევროკომისია აცხადებს, მოლდოვისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა ქვეყნის გრძელვადიანი მედეგობას, აღდგენასა და რეფორმებს ემსახურება.

ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, მოლდოვისთვის ბოლო ორი წელი ძალიან რთული იყო COVID-19-ის პანდემიის და გაზის კრიზისის გათვალისწინებით, რასაც ახლა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგების გავლენა დაემატა.

5 მაისს ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S