ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
05/05/2022 15:00:28 მსოფლიო
ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
"მივესალმებით მოლდოვას მიერ განაცხადის წარდგენას ევროკავშირის წევრობის თაობაზე. ქვეყანა საკვანძო რეფორმების ჩატარებით სწორ გზაზეა", – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მოლდოვა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომით მძიმედ დაზარალდა:
"ომის დაწყებდან მოდლოვაში 450 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შევიდა, მათგან თითქმის 100 000 მოლდოვაში ამ დრომდე რჩება; ასევე, ქვეყანაში ვაჭრობა შემცირდა და ენერგიისა და ტრანსპორტის ფასები გაიზარდა".
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, რაც შეიძლება მალე მიიღოს გადაწყვეტილება მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებით და ქვეყანას ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს.


