Accentnews.ge
უკრაინა - ბელარუსულ ჯარში გამოცხადებულ "რეაგირების ძალების მოულოდნელი შემოწმებაზე": "ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად"

უკრაინა - ბელარუსულ ჯარში გამოცხადებულ "რეაგირების ძალების მოულოდნელი შემოწმებაზე": "ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად"

04/05/2022 08:37:25 მსოფლიო

უკრაინა ბელარუსულ ჯარში გამოცხადებულ "რეაგირების ძალების მოულოდნელი შემოწმებას და აცხადებს, რომ ""ყველაფრისთვის არის მზად".

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის ფედერაციამ, რაიმე მომენტში, ბელარუსის ტერიტორია, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ მას შემდეგ, რაც ბელარუსმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

დემჩენკოს თქმით, უკრაინამ ბელარუსთან საზღვარი რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ გააძლიერა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S