ბელარუსულ ჯარში "რეაგირების ძალების მოულოდნელი შემოწმება" ტარდება
04/05/2022 07:00:28 მსოფლიო
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ "რეაგირების ძალების მოულოდნელი შემოწმება" გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც "სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, განსაზღვრული რაიონებისკენ მარშის განხორციელებისა და სასწავლო-საბრძოლო ამოცანების შესრულების უნარზე შემოწმდებიან".
ამასთან, როგორც თავდაცვის უწყება ირწმუნება, ეს მოქმედებები "არ შეიცავს არავითარ საფრთხეს არც მთლიანობაში ევროპული თანამეგობრობისთვის, არც ბელარუსის სამეზობლოსთვის".
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დღიდან პუტინის მოკავშირე ლუკაშენკოს ჯარში მსგავსი შემოწმებები უკვე რამდენჯერმე ჩატარდა.
რუსეთი უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდანაც ბომბავს, თუმცა ბელარუსი ომში თავისი არმიით ამ დრომდე არ ჩართულა.


