Accentnews.ge
უნგრეთში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას "ფეიკი" უწოდეს

უნგრეთში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას "ფეიკი" უწოდეს

03/05/2022 16:27:27 ევროპა

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი უკრაინის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უნგრეთში უკრაინაზე თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ტერიტორიის წაღება სურდათ.

"პასუხი ყალბ ამბებზე - 3 აპრილს უნგრელებმა გადაწყვიტეს, რომ უნგრეთი უკრაინაში იარაღს არ გაგზავნის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის, უკრაინა არ მიესალმება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყალბი ამბების გავრცელება და ტყუილის მოგონება არ შეცვლის ჩვენს პოზიციას". - წერს კოვაჩი.

ინფორმაცია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა 2 მაისს გაავრცელა.

"უნგრეთი ღიად აცხადებს რუსეთის ფედერაციასთან საკუთარი თანამშრომლობის შესახებ. მეტიც, პუტინის მიერ გაფრთხილებული იყვნენ, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა იქნებოდა. თქვენ ნახეთ მათი პოზიცია.

[...] რატომღაც თვლიდნენ, რომ ტერიტორიის საკუთარ წილს აიღებდნენ. ეს არასდროს მოხდება. ვიხილავთ ამ ქვეყნისთვის რა შედეგები მოჰყვება ამ ომს". – თქვა დანილოვმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთი აპირებს, ვეტო დაადოს ევროკავშირში რუსულ ენერგომიმწოდებლებზე შეზღუდვების დაწესებას.

მედია ასევე წერდა, რომ ევროკომისიამ შესაძლოა, გამონაკლისი დაუშვას და უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისგან გაათავისუფლოს.

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ გაუარესდა. უნგრეთმა, მათ შორის, უარი თქვა, საკუთარ ტერიტორიაზე გაატაროს იარაღი, რომელიც უკრაინისთვისაა განკუთვნილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S