Accentnews.ge
ევროკავშირმა შესაძლოა, რუსულ ნავთობთან დაკავშირებით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გამონაკლისი დაუშვას - მედია

ევროკავშირმა შესაძლოა, რუსულ ნავთობთან დაკავშირებით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გამონაკლისი დაუშვას - მედია

02/05/2022 10:57:52 ევროპა

ევროკომისიამ შესაძლოა, გამონაკლისი დაუშვას და უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისგან გაათავისუფლოს,– იუწყება Reuters-ს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ 3 მაისს ევროკომისია სავარაუდოდ, დაასრულებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო, მეექვსე პაკეტზე მუშაობას, რომელიც მოიცავს რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვას.

უნგრეთმა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, არაერთხელ თქვა, რომ მხარს არ დაუჭერს ენერგეტიკულ სანქციებს. სლოვაკეთი ასევე არის ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული რუსულ წიაღისეულ საწვავზე.

„ბლოკის ერთიანი შესანარჩუნებლად, ევროკომისიას შეუძლია, შესთავაზოს სლოვაკეთს და უნგრეთს "გამონაკლისი ან ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდი",– უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ნავთობზე ემბარგო სავარაუდოდ, ეტაპობრივად ამოქმედდება და ძალაში მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისში შევა.

ჯამში ევროკავშირი მისი ნავთობის იმპორტის 26%-ით არის დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ სურათი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, სლოვაკეთმა და უნგრეთმა გასულ წელს ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის 96% და 58% მიიღეს რუსეთიდან. გერმანიამ, ევროკავშირში რუსული ნავთობის უმსხვილესმა მყიდველმა, ბოლო დღეებში განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნავთობზე ემბარგოს, თუმცა თავდაპირველად წინააღმდეგი იყო ეკონომიკური დანაკარგების შიშის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S