Accentnews.ge
ისრაელმა უკრაინას შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატები, საბრძოლო მასალა და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები გადასცეს – haaretz

ისრაელმა უკრაინას შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატები, საბრძოლო მასალა და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები გადასცეს – haaretz

03/05/2022 15:09:56 მსოფლიო

იერუსალიმი უკრაინის სამხედრო დახმარების გადაწყვეტილების მიღებისკენ იხრება, - იუწყება გაზეთი Haaretz ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არაა მიღებული. Haaretz-ის ცნობით, საკითხის დადებითად გადაჭრის შემთხვევაში კიევს შესაძლოა, მიეწოდოს უპილოტო საფრენი აპარატები, საბრძოლო მასალა და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები Spike NLOS.

ამასთან, ისრაელმა ესტონეთს აკრძალვა მოუხსნა უკრაინისთვის ებრაული წარმოების იარაღის მიწოდებაზე.

ცნობისთვის, რუსეთსა და ისრაელს შორის ვითარება იძაბება. რუსეთი აქტიურად იყენებს ვითომდა "ნეონაციზმთან ბრძოლის" სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ ნარატივს უკრაინის მიმართ აგრესიის გასამართლებლად.

ამ თემის გამოყენება სცადა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ იტალიურ ტელეარხ Rete4-ის პროგრამაშიც, რომლის მსვლელობისას მან განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერს "სავარაუდოდ, ებრაული სისხლიც ერია", რომ "ყველაზე თავზეხელაღებული ანტისემიტები, როგორც წესი, სწორედ ებრაელები არიან" და ამ კონტექსტში ზელენსკისა და ჰიტლერს შორის გაავლო პარალელი.

ისრაელმა გამოთქვა აღშფოთება რუსეთის მთავარი დიპლომატის სიტყვებთან დაკავშირებით და მოსკოვისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

მოსკოვმა იერუსალიმის მიერ მოთხოვნილი ბოდიშის ნაცვლად ისრაელს აბსურდული ბრალდება წაუყენა: რუსეთის საგარეო უწყებამ ისრაელის ხელისუფლება "ნეონაციზმის მხარდაჭერაში" დაადანაშაულა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდის განცხადება იმის შესახებ, რომ ებრაელები ჰოლოკოსტის დროს საკუთარ თავს არ ხოცავდნენ, «ანტიისტორიულად" შეაფასა.

იცილეთ ასევე: რუსეთსა და ისრაელს შორის ვითარება იძაბება: მოსკოვმა იერუსალიმი "ნეონაციზმის მხარდაჭერაში" დაადანაშაულა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S