
უკრაინელი მედესანტეები რუსული სპეცდანიშნულების ჯგუფის განადგურების შესახებ იუწყებიან
02/05/2022 08:35:23 ევროპა
მედესანტეებმა დონეცკის ოლქში გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი დირექტორატის სპეცდანიშნულების რაზმი ციმბირიდან,– იუწყება უკრაინის საჰაერო სადესანტო ძალების სარდლობა.
როგორც იუწყებიან, შეტევა დონეცკის ოლქის სოფელ იამპოლის მიდამოებში განხორციელდა.
მედესანტეების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის (ყოფილი GRU) 24-ე ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადის ჯავშანტექნიკის ნაშთები.
იხილეთ ასევე: ომის 68-ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს