Accentnews.ge
ომის 68-ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 68-ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

02/05/2022 08:10:06 ევროპა

უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსულმა არმიამ 23 500–ზე მეტი სამხედრო დაკარგა, – იუწყება უკრაინის გენშტაბი.

კერძოდ, ოკუპანტების ჯამური სამხედრო დანაკარგი 2 მაისის მდგომარეობით დაახლოებით ასევ გამოიყურება:

  • პერსონალი - 23 800 (+300 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1048 (+22),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2519 (+48),
  • საარტილერიო სისტემები - 459 (+8),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 152 (+1),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 80 (+1),
  • თვითმფრინავი - 194 (+2),
  • ვერტმფრენები - 155,
  • გემები / ნავები - 8,
  • საავტომობილო ტექნიკა – 1 824 (+28),
  • საწვავის ავზები - 76,
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 271 (+26),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 38 (+6),
  • საკრუიზო რაკეტა - 84

როგორც იტყობინებიან, რუსულმა ძალებმა გასული დღე–ღამის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი იზიუმის მიმართულებით განიცადეს.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში საკუთარი სახმელეთო ჯარების 65% განათავსა.

„კონფლიქტის დაწყებისას რუსეთმა 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განათავსა, რაც მისი მთლიანი სახმელეთო საბრძოლო ძალების დაახლოებით 65%–ია“,– ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის 2 მაისის ანგარიშში.

როგორც უწყება აღნიშნავს, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ერთეულების მეოთხედზე მეტი ამჟამად ქმედუუნაროა:

"რუსეთის ზოგიერთმა ყველაზე ელიტარულმა ქვედანაყოფმა, მათ შორის საჰაერო-სადესანტო ძალებმა განიცადეს ყველაზე დიდი ცვეთა. რუსეთს, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება ამ ძალების აღსადგენად".

ერთი დღით ადრე, ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი ხერსონზე გრძელვადიანი კონტროლის დამყარებას ცდილობდა, რათა გაზარდოს ყირიმზე მისი კონტროლის უსაფრთხოება.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის 68-ე დღეს რუსული არმია ცდილობს, შექმნას მისთვის ხელსაყრელი პირობები სლავიანსკსა და სევეროდონეცკზე თავდასხმისთვის, რუბიჟნეზე კონტროლის სრულად დამყარებას, პოზიციების გაუმჯობესებას პოპასნაში და ამ მიზნით მან განალაგა მარიუპოლის მიმართულების ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, ხოლო ლუგანსკის და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჰაერო თავდაცვა ძლიერდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S