დმიტრი მურატოვზე თავდასხმა რუსეთის დაზვერვამ მოაწყო – WP
29/04/2022 11:24:49 მსოფლიო
გაზეთ „Новaя газета“-ს მთავარ რედაქტორზე დმიტრი მურატოვზე თავდასხმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ არის ორგანიზებული,– იუწყება Washington Post ამერიკელი მაღალჩინოსანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
"აშშ ადასტურებს, რომ რუსული დაზვერვის ორგანიზებით, 7 აპრილს, Новaя газета-ს მთავარ რედაქტორზე, დმიტრი მურატოვზე თავდასხმა მოხდა" – ამბობს წყარო WP-სთან.
7 აპრილს კრიტიკულ გაზეთ Новaя газета-ს რედაქტორსა და ნობელის პრემიის ლაურეატს დმიტრი მურატოვს მოსკოვში მატარებლის ვაგონში უცნობი პირი თავს დაესხა და აცეტონიანი, წითელი საღებავი შეასხა.


