Accentnews.ge
"Новая Газета"-ს მთავარ რედაქტორს თავს დაესხნენ

"Новая Газета"-ს მთავარ რედაქტორს თავს დაესხნენ

07/04/2022 18:27:44 მსოფლიო

"Новая Газета"-ს მთავარ რედაქტორსა და ნობელის პრემიის ლაურეატს მშვიდობის დარგში დმიტრი მურატოვს თავს დაესხნენ და წითელი საღებავი შეასხეს.

"მატარებლის კუპეში აცეტონ ნარევი საღებავი შემასხეს. თვალები საშინლად მეწვის. მოსკოვი-სამარას მიმართულებით მოძრავი მატარებელია. სუნი მთელს ვაგონშია. გამგზავრება უკვე 30 წუთით არის გადადებული. ვეცდები ჩამოვიბანო [საღებავი]. [თავდამსხმელმა] დამიყვირა: "მურატ, ეს შენ ჩვენი ბიჭების გამო", - აცხადებს მურატოვი.

Новая Газета კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა, რომელსაც "როსკომნადზორმა" მუშაობა ცოტა ხნის წინ შეუჩერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S