შვეიცარიამ გერმანიას უკრაინისთვის, მათ შორის Gepard-ს საზენიტო იარაღის მიწოდება აუკრძალა
26/04/2022 19:27:37 მსოფლიო
შვეიცარიამ გერმანიას შვეიცარიული წარმოების საბრძოლო მასალისა და ტექნიკის უკრაინისთვის მიწოდება აუკრძალა.
"აკრძალვა, მათ შორის Gepard-ის საზენიტო იარაღსაც ეხება", – განაცხადეს ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოში.მისივე ცნობით, "გადაწყვეტილება ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დაყრდნობით მიიღეს".
იხილეთ ასევე: გერმანიის მთავრობა გეგმავს, უკრაინისთვის "Gepard"-ს საზენიტო იარაღის მიწოდება დაუშვას – Spiegel


