Accentnews.ge
გერმანიის მთავრობა გეგმავს, უკრაინისთვის Gepard-ის საზენიტო იარაღის მიწოდება დაუშვას – Spiegel

გერმანიის მთავრობა გეგმავს, უკრაინისთვის Gepard-ის საზენიტო იარაღის მიწოდება დაუშვას – Spiegel

26/04/2022 08:36:55 ევროპა

გერმანიის ფედერალურ მთავრობას სურს, უკრაინისთვის Gepard-ის თვითმავალი საზენიტო იარაღის მიწოდება დაუშვას,– იუწყება გერმანული გამოცემა Spiegel.

ეს არის გერმანული საზენიტო თვითმავალი იარაღი, რომელიც დაფუძნებულია Leopard–ის ტანკზე.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი სამშაბათს რამშტაინის საავიაციო ბაზაზე უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე გამოაცხადებს.

გარდა ამისა, ლამბრეხტი გააკეთებს განცხადებას უკრაინელი სამხედროების წვრთნის თაობაზე Panzerhaubitze 2000-ზე, რომლის მიწოდებაც ნიდერლანდებს სურს უკრაინის არმიისთვის.

„ლამბრეხტს ამ ორი განცხადებით სურს, შეარბილოს ბერლინისკენ მიმართული მწვავე კრიტიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს გაზეთი.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, გერმანია უკრაინას მძიმე სამხედრო იარაღს ვერ მიაწვდიდა, რადგან საკუთარი სამხედრო მარაგი ამოწურული ჰქონდა.

მოგვიანებით გერმანიის კანცლერმა არგუმენტი შეცვალა, როდესაც მას ჰკითხეს, რატომ არ აწვდიდა გერმანია უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკას და განაცხადა, რომ დღეს მთავარი პრიორიტეტი NATO-სა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების თავიდან არიდებაა.

"მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად გადავდგათ და ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ“,– განაცხადა კანცლერმა და დასძინა, „ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი NATO-სთვის ესკალაციის თავის არიდებაა".

გერმანიასა და საერთაშორისო სივრცეში შოლცის მიმართ კრიტიკა იზრდება, რადგან მის მთავრობას არ სურს რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად უკრაინას მიაწოდოს მძიმე საბრძოლო იარაღი, როგორიცაა ტანკები და ჰაუბიცები.

"ამიტომ არ ვაქცევ ყურადღებას რეიტინგს და არ ვაღიარებ ხმაურიან მოწოდებებს, რადგან შეცდომას დრამატული შედეგები მოჰყვება". - თქვა ამასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S