Accentnews.ge
ჩინეთი – ლავროვის განცხადებაზე: „არავის სურს, იხილოს მესამე მსოფლიო ომი"

ჩინეთი – ლავროვის განცხადებაზე: „არავის სურს, იხილოს მესამე მსოფლიო ომი"

26/04/2022 11:42:16 მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრო ეხმიანება რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას ბირთვული ომის არგამორიცხვაზე და აცხადებს, რომ „არავის სურს, იხილოს მესამე მსოფლიო ომი".

"ჩინეთის იმედოვნებს, რომ მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდესა და თავშეკავებას, რაც შეიძლება მალე მიაღწევენ მშვიდობას და თავიდან აიცილებენ ევროპასა და მსოფლიოსთვის ფასის ზრდას", – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა ვანგ ვენბინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია. ამის შესახებ მან რუსეთის "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

„საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება. მე არ ვისურვებდი, რომ ახლა, როდესაც რისკები მართლაც ძალზე არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად გაიზარდოს. ამის მსურველი კი ცოტა არ არის“, – აღნიშნა ლავროვმა.

აშშ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კატასტროფულ შედეგებზე აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა "ЄВРОПЕЙСЬКА ПРАВДА"-სთან ინტერვიუში გააკეთა.

"ჩვენ საქმე გვაქვს პუტინთან და მან უკვე გასცა ბრძანება საშინელი, სასტიკი სამხედრო დანაშაულებების ჩადენის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის იარაღი. ახლა ჩვენ - და არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ტრანსატლანტიკური საზოგადოების სხვა წევრებიც - მოვუწოდებთ პუტინს, რომ ეს ნაბიჯი იქნება კატასტროფული არა მხოლოდ უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის, არამედ პუტინისა და რუსეთისთვისაც“, - განაცხადა ნულანდმა.

მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში უკრაინა მარტო არ დარჩება, "რადგან ასეთი იარაღის გამოყენება სიტუაციას ფუნდამენტურად ახალ დონეზე აიყვანს".

"შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ამ შემთხვევაში პუტინის ქმედებების ფასი ასტრონომიული იქნება“, - განაცხადა ნულანდმა.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S