Accentnews.ge
ბრიტანეთი: "რუსეთმა 15000 სამხედრო დაკარგა, დანაყოფების 25% ბრძოლისუუნაროა"

ბრიტანეთი: "რუსეთმა 15000 სამხედრო დაკარგა, დანაყოფების 25% ბრძოლისუუნაროა"

25/04/2022 17:28:09 ევროპა

ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, უკრაინაში რუსეთმა 15 000 სამხედრო დაკარგა.

თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის თქმით, უკრაინაში გაგზავნილი რუსეთის საბრძოლო დანაყოფების 25% "ბრძოლისუუნაროდ არის ქცეული" და რუსეთმა დაკარგა 2000-ზე მეტი დაჯავშნული მანქანა, 60-ზე მეტი ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი.

უოლესის ცნობით, რუსეთმა ჯერჯერობით ვერ მიაღწია თავისი სამხედრო მიზნების უდიდეს ნაწილს.

"ჩვენი მოლოდინით, შეჭრის შემდეგი ფაზა იქნება რუსეთის მცდელობა გაღრმავოს დონბასის ოკუპაცია", საიმისოდ, რომ მარიუპოლის გზით ის დააკავშიროს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს - უთხრა უოლესმა ბრიტანელ კანონმდებლებს.

მისი თქმით, საერთაშორისო დახმარება და შეიარაღება გადამწყვეტია საიმისოდ, რომ უკრაინამ გაუძლოს მოსალოდნელ შეტევას.

როგორც უოლესმა აღნიშნა, ბრიტანეთმა უკრაინაში გაგზავნა 5000-ზე მეტი ანტისატანკო რაკეტა, ისევე, როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემები და ტანკების საწინააღმდეგო რაკეტები, და მალე გაგზავნის "მცირე რაოდენობას" საბრძოლო ქვეითი მანქანებისა, რომლებზეც დამონტაჟებულია ანტისარაკეტო დანადგარი.

იხილეთ ასევე: პუტინის ომში 100-ზე მეტი რუსი უფროსი ოფიცერი მოკლეს – კვლევა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S